[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტუდენტური ცხოვრების ფორუმი 2024

Loading Events
  • This event has passed.

23

სექ

სტუდენტური ცხოვრების ფორუმი 2024

სექ 23 @ 3:00 PM - 8:00 PM

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ 2024 წლის სტუდენტური ცხოვრების ფორუმზე, სადაც საშუალება გექნებათ გაეცნოთ სტუდენტურ კლუბებსა და გაერთიანებებს, თქვენი ინტერესების შესაბამისად გაწევრიანდეთ ნებისმიერ მათგანში.

ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იქნება ის საუნივერსიტეტო სერვისები, რომელთა დახმარებითაც სტუდენტური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება.

 დრო: 23 სექტემბერი, 15:00 საათი

 ლოკაცია: უნივერსიტეტის ეზო

ფორუმში მონაწილეობას იღებენ შემდეგი სტუდენტური კლუბები და გაერთიანებები:

  • მუსიკისა და ბენდის კლუბი
  • სამაგიდო თამაშების კლუბი
  • მედიისა და ჟურნალისტიკის კლუბი
  • IBSU-ს საუბრების კლუბი
  • პროგრამული ინჟინერიის კლუბი
  • სტუდენტური თვითმმართველობა
  • სტუდენტთა ინტეგრაციის საერთაშორისო კლუბი
  • ლაშქრობის კლუბი
  • კორეული ენისა და კულტურის კლუბი
  • კლუბი ერთობა
  • IBSU სკაუტები
  • eSport კლუბი
  • ცეკვის კლუბი
  • თანასწორობის კლუბი
  • მარკეტერთა კლუბი
  • ბექსთეიჯი
  • აზიური კულტურის კლუბი
  • რაგბის კლუბი
  • კალათბურთის კლუბი
  • მკლავჭიდის კლუბი
  • ფეხბურთის კლუბი
  • მაგიდის ჩოგბურთის კლუბი

ფორუმში მონაწილეობას იღებენ შემდეგი საუნივერსიტეტო სერვისები:

  • კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახური
  • ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი
  • სტუდენტთა ექსტრაკურიკულური აქტივობების სამსახური
  • IBSU აკადემია
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
  • ბიბლიოთეკა
  • კვლევის განვითარების სამსახური

23 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სტუდენტური ცხოვრების ფორუმზე“ გვეწვევა სამედიცინო კორპორაცია „ევექსი,“ „სულაკაურის გამომცემლობა“ და მზრუნველი საჩუქრების საამქრო „ბაბალე.“

 

⚕️„ევექსი“ საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

„ევექსი“ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ნეიროგანვითარების ცენტრს.

კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.

 სტუდენტური ცხოვრების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ სამედიცინო კორპორაციის წარმომადგენლებს და მიიღოთ სტუდენტური დაზღვევის ბარათი.

 

📚 „სულაკაურის გამომცემლობის“ სტენდთან თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის ნამდვილი საგანძური დაგხვდებათ!

სულაკაურის გამომცემლობამ წლების განმავლობაში მკითხველისთვის განუზომელი ღირებულება შექმნა და არა მარტო საქართველოში – მათი გამოცემები უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი!

მოდი და აღმოაჩინე ინოვაციური პროექტები, საინტერესო წიგნები და შეუდარებელი ავტორები, რომლებიც აუცილებლად დატოვებენ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას!

არ გამოტოვო შანსი, გახადო შენი სტუდენტური ცხოვრება ბედნიერი და საინტერესო.

ახალ ლიტერატურულ თავგადასავლებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ: https://www.sulakauri.ge/

 

✅ სტუდენტური ცხოვრების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ, შეიძინოთ „ბაბალეს“ მიერ შექმნილი ნივთები და მხარი დაუჭიროთ ქართულ სოციალურ მეწარმეობას.

სოციალური საწარმო “ბაბალე” 2014 წელს შეიქმნა „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერ. მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან.

შემოქმედებითმა სივრცემ გააერთიანა სამხატვრო სახელოსნო – სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის და მაღაზია-სალონი, სადაც მომხმარებელს „ბაბალეში“ შექმნილი პროდუქციის შეძენა შეუძლია.

შემოქმედებითი იდეების ავტორები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ერთვებიან “ბაბალეს” ყოველდღიურ საქმიანობაში.

 „ბაბალეს“ პროდუქცია შეგიძლიათ დაათვალიეროთ ვებ-გვერდზე: www.babale.ge

 

👩‍🎤 ფორუმი 18:30 საათზე დაიხურება IBSU-ს მუსიკალური ბენდის კონცერტით.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოთ და მაქსიმალურად გაამრავალფეროვნოთ თქვენი სტუდენტური ცხოვრება!