[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ დრეზდენის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

11.10.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ უმასპინძლა დრეზდენის უნივერსიტეტის სტუდენტებს, წამყვან პროფესორ-მენტორს კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის დეპარტამენტიდან, მარიო ნოუგებაუერს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელს, ლიზა ვუნდელიჰს.

რიგით მეექვსე ღონისძიება ჩატარდა ორდღიანი მრგვალი მაგიდის ფორმატში “Georgian-German Roundtable 2024”, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტები როგორც კომპიუტერული მეცნიერების, ისე არქიტექტურის მიმართულებით.

გერმანელ სტუმრებთან შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს IBSU-სა და HTW Dresden-ს შორის არსებულ კოლაბორაციაზე, გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ პროექტებზე.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტების თემატიკებმა დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია, რაც დღის ბოლოს მრგვალი მაგიდის ფორმატში დიდი დებატებისა და ახალი იდეების გენერირების წინაპირობა გახდა. დაიგეგმა ქართულ-გერმანული სტუდენტური პროექტების შემუშავება და ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მათი წარდგენა.

ორი დღის ინტენსიური მასტერკლასის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა ისეთ თემებს როგორებიცაა: ახალი კომპიუტერული თამაშების შემუშავება, იდეების და ღონისძიებების გაზიარების სოციალური ქსელის (ახალი პლატფორმის) დემონსტრირება, საქართველოში წიგნების საცავების ერთიანი პორტალის მოდელის პრეზენტაცია, ონკოლოგიური კლინიკებისთვის სპეციალური სერვისების აღმწერი მონაცემთა ბაზების შემუშავება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანის ემოციების ამოცნობის ალგორითმების შექმნა, ვირტუალური მუზეუმების ტურების შექმნა, თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტილებების დემონსტრირება შენობების და სივრცეების დაგეგმვის დროს, არქიტექტურაში ფერთა და მასალის სწორი შერჩევა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის მექანიზმების გამოყენებით კვების რაციონის ინდივიდუალური გრაფიკების შექმნის და შემდგომი რეკომენდაციების გენერირების პლატფორმის დემონსტრირება, და მრავალი სხვ.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი და გერმანელი სტუდენტები ასევე ესტუმრნენ უფლისციხეს, კავკასიის ერთ-ერთ უძველეს დასახლებას.

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა, 2019 წლიდან ატარებს საერთაშორისო მასტერკლას/ვორქშოპს დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან.