[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს პროფესორი იუნესკოს “მსოფლიო ჟურნალისტური განათლების საბჭოს“ ონლაინ კონფერენციაზე მონაწილეობდა

05.07.2022

IBSU-ს აფილირებულმა პროფესორმა, „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა დალი ოსეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო იუნესკოს “მსოფლიო ჟურნალისტური განათლების საბჭოს“ ონლაინ კონფერენციაზე Reimagining journalism education in the age of change”,  რომელიც 3 წელში ერთხელ იმართება.

წელს საერთაშორისო კონგრესს აშშ, ოკლაჰომას უნივერსიტეტი მასპინძლობდა. დალი ოსეფაშვილის მოხსენების თემა “კოვიდ-19-ის პირობებში ონლაინ სწავლება და ჟურნალისტური განათლება” იყო.

კვლევა საქართველოს 12 უნივერსიტეტს მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, თვისებრივი მეთოდით, 17 პროფესორის ინტერვიუ გაანალიზდა.