შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ცხადდება ვაკანსია მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსებში:
- კრიმინალისა და სასამართლო ქრონიკის გაშუქება (ჟურნალისტიკის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა)
- საორატორო ხელოვნება (ჟურნალისტიკის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა)
- კომუნიკაციის ფსიქოლოგია(ჟურნალისტიკის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა)
- სპორტის ჟურნალისტიკა (ჟურნალისტიკის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა)
- პროპაგანდა და მედიამანიპულაცია (ჟურნალისტიკის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) შესაბამისი/მომიჯნავე მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის დარგში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება ან სპეციალური მომზადება ან დარგის შესაბამისი არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;
ბ) მიმართულების არაშესაბამისი (გარდა მომიჯნავესა) სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:
1) დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);
2) დარგში სპეციალური მომზადება;
3) დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, დიპლომის ასლი და განაცხადის ფორმა (რომელიც შეგიძლიათ იხილოთ დთანდართულ ფაილად) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge
თანდართული დოკუმენტები:
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 8 იანვარი.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!