’’ომის ჟურნალისტიკა’’
06.10.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედია კლუბის ორგანიზებით ტელეკომპანია ”იმედის“ რეპორტიორმა, გურამ როგავამ, ცხელ წერტილებში მუშაობის სფეციფიკასა და თავისებურებებზე, უსაფრთხოების ზომების დაცვის საჭიროებაზე, კონფლიქტების გაშუქებასა და რუსეთის მედია პროპაგანდაზე ისაუბრა.
ჟურნალისტად მუშაობის არაერთი წლის განმავლობაში გურამ როგავას მოუწია აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის, უკრაინის კონფლიქტისა და სირიის კრიზისის გაშუქება. სწორედ ამ თემების გარშემო გაიმართა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან ღია დისკუსია, მომავალმა ჟურნალისტებმა უფროსი კოლეგისგან საინტერესო რჩევები მიიღეს.