[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

28.04.2016

2016 წლის 27 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ცენტრის (ხელმძღვანელი რომან გოცირიძე) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: "თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები" კონფერენციის კომისიის წევრები იყვნენ: 

• რომან გოცირიძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და ამავე უნივერსიტეტის ასოც.პროფესორი.

• გიორგი ღაღანიძე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

• მიხეილ თოქმაზიშვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

• ლევან ჭითანავა. ჟურნალ ,,Business Time Georgia”-მთავარი რედაქტორი.

• ნიკა ჩიტაძე. შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი

• აზერ დილანჩიევ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკური პროგრამის კოორდინატორი.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 25 სტუდენტი, რომლებსაც გადაეცათ სეტიფკატები და პრიზები. საპრიზო ადგილზე გასულ სტუდენტებს გადაეცათ სხვადასხვა სახის საჩუქრები: პირველ ადგილზე გასულ სამ სტუდენტს: მურად მიქელაძეს, ზურაბ დარახველიძეს და პაატა სებისკვერაძეს გადაეცათ 100 ლარიანი ვაუჩერები მეორე ადგილზე გასულ ხუთ სტუდენტს: ნინო ჯაღმაიძეს, მარიამ მაცაბერიძეს, დიანა ხომერიკს, დიანა მუქაელიანს და აპოლონ დარსალიას გადაეცათ 50 ლარიანი ვაუჩერები ჟურნალმა ,,Business Time Georgia”მ დააწესა სპეციალური პრიზი. მისმა მთავარმა რედაქტორმა ლევან ჭითანავამ მარიამ მაცაბერიძეს გადასცა სპეციალური პრიზი, ვახშამი ორ კაცზე რესტორან „ტიფლი ვერანდაში“. აგრეთვე ლევან ჭითანავამ გამოცხადა მის მიერ შერჩეული სამი ავტორი: მურად მიქელაძე, პაატა სებისკვერაძე და მარიამ მაცაბერიძე, რომელთა ნაშრომებიც გამოქვეყნდება ჟურნალ ,,Business Time Georgia”-ს ნომერში.