[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ციფრული მედია და კომუნიკაცია (ქართულენოვანი)

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის მიზანი

სამაგისტრო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანებისთვის, ვისაც სურს ციფრული მედიაპროდუქციის წარმოებისა და კომუნიკაციის სფეროს სიღრმისეულად შესწავლა. განკუთვნილია როგორც მათთვის, ვინც საბაკალავრო საფეხურზე სწავლობდა ჟურნალისტიკას/მასობრივ კომუნიკაციას, ისევე მათთვისაც, ვინც გადაწყვეტს მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურზე სპეციალობის შეცვლასა და ახალი პროფესიის დაუფლებას.

„ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ციფრული მედიის გაძლიერებულად სწავლება, რადგან საქართველოშიც ინტერნეტმედიის განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება მულტიმედიური ჟურნალისტიკა, რომელიც აერთიანებს ტექსტურ და ვიდეო თუ აუდიოპროდუქციას. თანამედროვე დასავლურ სამყაროში ხშირად საუბრობენ მედიის კონვერგენციაზე ანუ პროცესზე, როცა იშლება მიჯნა მედიის სხვადასხვა სახეებს შორის. ამდენად, მედიისა და კომუნიკაციის სწავლება წარმოუდგენელია ვებტექნოლოგიების გარეშე.

დამსაქმებელთა კვლევის შედეგების შესაბამისად, განისაზღვრა, რომ მედიაინდუსტრიის საჭიროებებიდან გამომდინარე, „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს მედიისა და კომუნიკაციის სფეროს ისეთი სპეციალისტების გამოშვება, რომლებსაც ერთის მხრივ, ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ციფრული მედიის თანამედროვე ტენდენციების, ვიზუალური ამბის თხრობის ხერხებისა თუ ფორმების შესახებ, გამომუშავებული ექნებათ მულტიმედიაჟურნალისტებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ამავდროულად, აღჭურვილნი იქნებიან მასობრივი კომუნიკაციის ძირითადი თეორიების, ინოვაციური ფორმებისა თუ მეთოდების სიღრმისეული ცოდნით.

პროგრამის მიზანია მოამზადოს:

 1)      სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში თანამედროვე მედიაინდუსტრიისა და კომუნიკაციის სფეროს  შესაბამისი კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც აქვს  ღრმა და სისტემური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ციფრულ მედიასა და კომუნიკაციაში, სოციალური მედიის სტრატეგიებისა და PR-ის მიმართულებით;

2)     კურსდამთავრებული, რომელიც ფლობს ციფრული მედია ინდუსტრიისა და ციფრული კომუნიკაციის სფეროსთვის  საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს: ვიზუალური ამბის თხრობის ხერხებსა თუ ფორმებს; სხვადასხვა პლატფორმების მომზადებისა და მულტიმედია მასალების შექმნის უნარს; სტრატეგიული ციფრული კომუნიკაციის უნარს; კვლევის წარმოებისა და სოციალური მედიის ანალიტიკის უნარს; მონაცემთა დამუშავებისა და მათი ვიზუალიზაციის უნარს; სოციალური მედიასტრატეგიების დაგეგმვისა და PR კამპანიების ჩატარების უნარს;

3) კურსდამთავრებული, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გააგრძელებს სწავლას, სწრაფად ცვალებადი ციფრული მედიაინდუსტრიისა  და სტრატეგიული ციფრული კომუნიკაციის სფეროს საჭიროებიდან გამომდინარე – აქტუალური ცოდნის მიღებას, მის დახვეწა-განახლებას და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას. ასევე, მოამზადოს მაგისტრანტები აკადემიური განათლების შემდეგ საფეხურზე – დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად, როგორც ციფრული მედიის, ასევე მასობრივი კომუნიკაციის ან მედიაკვლევების მიმართულებით.

სამაგისტრო პროგრამა მომზადდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებულ „მედიაგანათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. ციფრული მედიისკურსები შემუშავებულია აშშ ლოიოლას უნივერსიტეტის (ჩიკაგო, ილინოისის შტატი) ციფრული მედიისა და ვიზუალური ამბის თხრობის სამაგისტრო პროგრამის ანალოგიით. ამ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ქართველი პროფესორებს ჩიკაგოში ჰქონდათ ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რასაც მოჰყვა მათი მხრიდანაც რამდენიმე საპასუხო ვიზიტი საქართველოში. ამ პროგრამის შემუშავებაში, სწავლის შედეგების განსაზღვრაში ქართველ პროფესორებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა ლოიოლას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმ-ი პროფ. რიშელე როჯერსი. სწორედ მისი კონსულტაციებით მოხდა ციფრული მედიის სავალდებულო კურსების სილაბუსების დახვეწა-სრულყოფა.

დასაქმების სფერო

სამაგისტრო პროგრამა მოამზადებს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის კონკურენტუნარიან სპეციალისტებს. კურსდამთავრებულის მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები მას საშუალებას მისცემს უპასუხოს თანამედროვე მედიისა და კომუნიკაციის გამოწვევებს.
კურსდამთავრებულს შეეძლებათ დასაქმება, როგორც ონლაინმედიაში, ასევე ტრადიციულ მედიაორგანიზაციებში (ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი, საინფორმაციო სააგენტო); საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში, მულტიმედიაჟურნალისტებად, პროდიუსერებად, სოციალური მედიის მენეჯერებად და ა.შ; რამდენადაც, პროგრამა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების გარდა, ღრმა და სისტემურ თეორიულ ცოდნასაც იძლევა მედიასა და კომუნიკაციაში, ეს კარგი საფუძველია მომავალი პედაგოგიური თუ სამეცნიერო საქმიანობისთვისაც. კურსდამთავრებულს სურვილის შემთხვევაში შეეძლება სწავლის გაგრძელება დოქტორანტურის საფეხურზეც.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება
  • გასაუბრება საგანში
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა

გაითვალისწინეთ!

  1. გამოცდა გრანტის მოსაპოვებლად ტარდება პროგრამის განმხორციელებელ ენაზე
  2. განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან
  3. უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა; ამ კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე
  4. გასაუბრებაზე თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • 2 ფოტო(3X4) (ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით). ფოტო ელექტრონული ფორმით ეგზავნება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, თუ განაცხადი არ კეთდება ელექტრონული სისტემით
  • CV
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხო ენაზე გაცემული დიპლომის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი) – IBSU-ს მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო
  • განმცხადებლის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/ პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი- დიპლომი და დანართი
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge

მისანიჭებელი ხარისხი:  მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4500 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის: 4500 $

შეღავათები

1.თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.

შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.

210%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის

3.ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).

შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.

შენიშვნა:

სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტორი დალი ოსეფაშვილი | dosepashvili@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2800064 (182)