[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

უნივერსიტეტის შესახებ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას.

უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი: 229275405

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წლიდან ეწევა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. უნივერსიტეტი არის პირველი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც სწავლების სამივე საფეხურზე ახორციელებს პროგრამებს როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე.

უნივერსიტეტში შექმნილია მულტიკულტურული, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სწავლის მაღალ დონეს უზრუნველყოფენ ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები, ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები და აქტივობები.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდებით და ეფუძნება უახლეს ტექნოლოგიებს. სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია თანამედროვე ტექნოლოგიების როლი და მისი გავლენა დასაქმების ბაზარზე, ასევე ამ მიმართულებით ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარების საჭიროება. შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხორციელდება 43 საგანმანათლებლო პროგრამა: 25 საბაკალავრო, 12 სამაგისტრო, 4 სადოქტორო, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა. მათგან 26 საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა არის ინგლისური. გამოიცემა ექვსი რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი.

უნივერსიტეტს ბილატერალური თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული მსოფლიოს მასშტაბით 65 უნივერსიტეტთან, მათ შორის 14 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს უნივერსიტეტთან.

2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, უნივერსიტეტი მონაწილეობს ERASMUS+ -ის მიერ დაფინანსებულ ორ პროექტში: “Virtual Exchanges and Education On Digital Skills “(No 101111952 — VIRTUALEDU — ERASMUS-EDU-2022-VIRT-EXCH) და „Innovation Of The Structure And Content Of Education In The Field Of Economics And Management With Emphasis On Digitization, Sustainability And The Inclusion Of Migrants” (No 2023-1-SK01-KA220-HED-000166871).

ასევე, IBSU ყოველწლიურად აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის საელჩოსთან “English Language Fellow (EL Fellow) Program” პროექტის ფარგლებში.

კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან გაფორმებულია 342 მემორანდუმი. უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის 54 მემორანდუმი, ხელშეკრულება და საპროექტო შეთანხმება სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო უნივერსიტეტებთანაც.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს 3 სამკითხველო დარბაზს; აქედან  ძირითადი წიგნადი ფონდი შედგება 18,000-მდე ბეჭდური რესურსისგან, რომელიც განთავსებულია B კორპუსის მეოთხე სართულზე, ბიბლიოთეკის ძირითად სამკითხველო დარბაზში, შედარებით მცირე დარბაზი კი – თამარ შიოშვილის სამკითხველო დარბაზი შედგება 783 ბეჭდური წიგნისგან და მცირე სამკითხველო 492 ბეჭდური ერთეულისგან.

2023-2024 სასწავლო წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა 100-მდე საჯარო ლექცია, 20-ზე მეტი ვორქშოპი და ტრენინგი, 40-მდე სპორტული შეჯიბრი, 12 კულტურული ღონისძიება, დაფინანსდა 20-მდე სტუდენტური ინიციატივა.

დასაქმება, სტუდენტური ცხოვრება და სერვისები

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მიმართულების 20-ზე მეტი კლუბი. უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები სოციალურ, კულტურულ და სპორტულ  აქტივობებში.

კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური ეხმარება სტუდენტებს კარიერის დაგეგმვაში. უნივერსიტეტი გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. ასევე ხელმისაწვდომია ელექტრონული საბიბლიოთეკო ბაზები და ელექტრონული რესურსები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების უწყვეტ წვდომას საერთაშორისო დონის სასწავლო და სამეცნიერო მასალებზე.

საგრანტო პოლიტიკა

უნივერსიტეტის საგრანტო პოლიტიკა ორიენტირებულია წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერაზე. უნივერსიტეტს აქვს მრავალფეროვანი შიდა დაფინანსების საშუალებები. ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის და ოქროს მედალოსანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რიცხოვნობა.

გრანტებსა და საფასურის კალკულაციას გაეცანით ბმულზე