[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

(Geo) მოკლევადიანი სადოქტორო კვლევითი მობილობა საფრანგეთში

23.05.2023

მოკლევადიანი სადოქტორო კვლევითი მობილობა საფრანგეთში 2023-2024
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ქართველი დოქტორანტებისთვის კვლევით მობილობას 2 თვის ვადით საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში.
დოქტორანტებისთვის სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 2100 ევროს 2 თვის განმავლობაში. სტიპენდიები ფარავს მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯების ნაწილს, ან მთლიანად, საფრანგეთში კვლევის პერიოდში. განაცხადი ღიაა ყველა დისციპლინის ქართველი დოქტორანტებისთვის და მიღება ეფუძნება კანდიდატების კვალიფიკაციას და მობილობის პროექტის შესაბამისობას.

დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია მიბმული ფაილის სახით.
განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 25 ივნისი