[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მოკლევადიანი სადოქტორო კვლევითი მობილობა საფრანგეთში

23.05.2023

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ქართველი დოქტორანტებისთვის კვლევით მობილობას 2 თვის ვადით საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში.

დოქტორანტებისთვის სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 2100 ევროს 2 თვის განმავლობაში. სტიპენდიები ფარავს მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯების ნაწილს, ან მთლიანად, საფრანგეთში კვლევის პერიოდში.

განაცხადი ღიაა ყველა დისციპლინის ქართველი დოქტორანტებისთვის და მიღება ეფუძნება კანდიდატების კვალიფიკაციას და მობილობის პროექტის შესაბამისობას.

განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 25 ივნისი

დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია მიბმული ფაილის სახით.