[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

„თანატოლთა განათლების“ პროგრამა

27.11.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ახორციელებს „თანატოლთა განათლების“ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მე-12 კლასელების ჩართულობას ტრენინგთა სერიაში.

ტრენინგი მოიცავს ორ მიმართულებას – „სამოქალაქო აქტივიზმი და თვითპრეზენტაცია“ და „ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.“

ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსი, ადამიანთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი და არაფორმალური განათლება, თვითპრეზენტაცია, CV-ის შექმნა, ასევე, კომუნიკაციის არსი და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, კომუნიკაციის სახეები, მედიაცია, გუნდური მუშაობა, კონფლიქტური სიტუაციის მართვის სტრატეგია და სხვა.