„თანატოლთა განათლების“ პროგრამა
27.11.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ახორციელებს „თანატოლთა განათლების“ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მე-12 კლასელების ჩართულობას ტრენინგთა სერიაში.
ტრენინგი მოიცავს ორ მიმართულებას – „სამოქალაქო აქტივიზმი და თვითპრეზენტაცია“ და „ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.“
ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსი, ადამიანთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი და არაფორმალური განათლება, თვითპრეზენტაცია, CV-ის შექმნა, ასევე, კომუნიკაციის არსი და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, კომუნიკაციის სახეები, მედიაცია, გუნდური მუშაობა, კონფლიქტური სიტუაციის მართვის სტრატეგია და სხვა.