[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

შეხვედრა ’’IBSU-ს სტარტაპელები“

19.11.2015

ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა საინტერესო შეხვედრას ”IBSU-ს სტარტაპელებს“ (Start-up Stories) უმასპინძლა.

ღონისძიება ამ კვირაში მიმდინარე გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ფაკულტეტს ესტუმრნენ ის წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც ფლობენ საკუთარ კომპანიებს, კერძოდ:

ზურაბ ლეჟავა – სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია ’’ბიმსი“-ს დირექტორი

ალისია პარშინა – საკონსულტაციო კომპანია ’’ავანთიდა“-ს გენერალური დირექტორი

იოსებ ფიფია – საკონსულტაციო კომპანია ’’ვაბაკო“-ს გენერალური დირექტორი

ვახტანგ ნასარიძე – ტურისტული კომპანია ”თრაველო“-ს თანადამფუძნებელი, დირექტორი

თემო ბარათაშვილი – ონლაინ პლატფორმის ideapo.st დამფუძნებელი

შეხვედრა წარიმართა პანელ-დისკუსიის ფორმატში, რომლის მოდერატორი გახლდათ ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაციის დამფუძნებელი თინათინ ღოლაძე.  შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს და მისცეს ბიზნესის დასაწყებად  საჭირო  პრაქტიკული რჩევები.