IBSU “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზე”
16.11.2015საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული" გრძელდება. ამ ღონისძიების ფარგლებში საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯია"-ში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი.
IBSU-ს "ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის CIT" ნამუშევრებთან ერთად სამეცნიერო ხასიათის ნაშრომები ჰქონდა გამოფენილი.
გაიმართა, ასევე, სახალისო ექსპერიმენტები, თამაშები, ვიქტორინები, სამეცნიერო-პოპულარული ლექციები. დამსწრეთ შესაძლებლობა ჰქონდათ თავადაც ჩართულიყვნენ ექსპერიმენტებში და თავიანთი შესაძლებლობები მოესინჯათ.
საქართველოსა და კავკასიაში პირველი მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება იმართება.