[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზე”

16.11.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით "მეცნიერებისა და  ინოვაციების საერთაშორისო კვირეული" გრძელდება. ამ ღონისძიების ფარგლებში  საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯია"-ში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი.

IBSU-ს "ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის CIT" ნამუშევრებთან ერთად სამეცნიერო ხასიათის ნაშრომები ჰქონდა გამოფენილი.

გაიმართა, ასევე, სახალისო ექსპერიმენტები, თამაშები, ვიქტორინები, სამეცნიერო-პოპულარული ლექციები. დამსწრეთ შესაძლებლობა ჰქონდათ თავადაც ჩართულიყვნენ ექსპერიმენტებში და თავიანთი შესაძლებლობები მოესინჯათ.

საქართველოსა და კავკასიაში პირველი მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება იმართება.