საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება | სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა |
პროგრამის ხელმძღვანელი პროგრამის ადმინისტრატორი | ალექსანდრე გიორგიძე, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი. ტელ.: 599567837, ელ. ფოსტა: agiorgidze@yahoo.com, agiorgidze@ibsu.edu.ge ვახტანგ ჟვანია, მოწვეული ლექტორი, სამართლის მაგისტრი (დოქტორანტი), ტელ: 596115511, ელ. ფოსტა: vzhvania@ibsu.edu.ge |
სწავლების საფეხური | ბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური) |
სწავლების ენა | ქართული, ინგლისური კომპონენტებით |
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი | აკადემიური |
კრედიტების რაოდენობა | პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს, რომელიც განაწილებულია შემდეგნაირად:
|
მისანიჭებელი კვალიფიკაცია | სამართლის ბაკალავრი (Bachelor of Law) |
დაშვების წინაპირობები |
|
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი | სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია გააცნოს სტუდენტებს თანამედროვე სამართლის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების სოციალური ბუნება, მისი როლი და ადგილი თანამედროვე მეცნიერებათა სისტემაში, ასევე კონსტუტიციური, სისხლის, საერთაშორისო, სამოქალაქო და სამართლის სხვა მნიშვნელოვანი დარგების თეორიისა და პრაქტიკის საკითხები. სტუდენტები შეისწავლიან და გაეცნობიან სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებს, სახელმწიფო მმართველობის ფორმებს, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთქმედების პრინციპებს, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით საყოველთაოდ აღიარებულია დამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფომ მართველობის პრინციპებს, მეთოდებს, ორგანოებს, მათსისტემასა და სახეებს, ადმინისტრაციული პროცესის განხორციელების პრაქტიკას; დანაშაულთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულაციას, დანაშაულის კონცეფციას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნებას, სასჯელების სახეებს, მათი გამოყენების მიზნებსა და გარემოებებს; ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული კერძოსამართლებრივი ურთიერთობების ასპექტებს, ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების კრიტერიუმებს, საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეწარმეო და შრომითი ურთიერთობების სპეციფიკას; თანამედროვე საერთაშორისო სამართლის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს, საერთაშორისო საჯარო, კერძო და სხვა მნიშვნელოვანი დარგების ძირითად დებულებებს. პროგრამის ამოცანაა განუვითაროს სტუდენტებს როგორც თეორეტიკოსი, ისე პრაქტიკოსი იურისტებისათვის აუცილებელი სამართლებრივი და პროფესიული უნარ–ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს მათ შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და პირად წინსვლას. სწავლის პროცესი მომავალ ბაკალავრს საშუალებას მისცემს განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, განახორციელოს კვლევა და მონაწილეობა მიიღოს სწავლის პროცესში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, იმიტირებული სასამართლო პროცესები და სხვ.) მიმდინარეობისას გამართულ დებატებში. |
სწავლის შედეგები | პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს შემდეგი კომპეტენციები:
ცოდნა და გაცნობიერება: კურსდამთავრებულს აქვს: • სამართლის სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას; აცნობიერებს სამართლის სფეროში შემავალ კომპლექსურ საკითხებს; • ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპებისა და ინსტიტუტების ფართო, ხოლო საჯარო, კერძო, სისხლის ან საერთაშორისო სამართლის სიღრმისეული ცოდნა. • გაცნობიერებული აქვს სამართლის არსი და სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობა სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის. • ფართო ცოდნა სამართლის წყაროების შესახებ. როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე საერთაშორისო სამართლის წყაროების, მათი ერარქიისა და ურთიერთკავშირის, კოდიფიცირებული და საერთო სამართლის ქვეყნების სამართლის მოქმედების ძირითადი პრინციპების ცოდნა; • ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სამართლებრივი სისტემების, თითოეულისათვის დამახასიათებელ სამართლებრივი თავისებურებების შესახებ; • ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ასპექტების ცოდნა; -სამართლებრივი კვლევის მეთოდები, საბაკალავრო ნაშრომის, შედგენის სპეციფიკა (სამართლებრივი კვლევის მეთოდები, საბაკალავრო ნაშრომი); – ინგლისური ენა B2 დონეზე /საერთო ევროპული ჩარჩო-სტანდარტი/ შესაბამისი სიძლიერით ოთხივე ენობრივ კომპონენტში (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა), აღნიშნულის პრაქტიკაში გამოყენება (ინგლისური ენა I, II და III, დარგობრივი ინგლისური ენა (B1, B1+, B2). ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: კურსდამთავრებულს გააჩნია:
სამართალშემოქმედებითი და სამართალგამოყენებითი საქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ–ჩვევები (ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის, რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების, დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის, კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და სხვა უნარები). დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს:
მისი კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე და საბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი. კომუნიკაციის უნარი: კურსდამთავრებულს გააჩნია:
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს
ღირებულებები: კურსდამთავრებული:
|
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა | შეფასების პრინციპები:
გამჭვირვალობა – შეფასების მეთოდების და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა პირისათვის. სტუდენტს ყოველი აკადემიური სემესტრის დაწყებისთანავე ეცნობება, თუ როდის და რა კრიტერიუმებით შეფასდება მისი ცოდნა; სისტემატიური ხასიათი – შეფასება არ წარმოადგენს ცალკეულ ქმედებას. ეს არის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტის მუდმივ მზაობას გამოავლინოს მისი ცოდნა და უნარები, ხოლო ლექტორს ეხმარება დააკვირდეს სტუდენტის მიერ ცოდნის მიღების და განვითარების პროცესს; სამართლიანობა – სტუდენტის სწავლების შეფასების სტანდარტული მიდგომა. შეფასების ფორმატი და მეთოდოლოგია: მაქსიმალური შეფასება არის 100 ქულა. კრედიტების დასაგროვებლად გამსვლელი ქულა არის 51, რაც მოიცავს შუალედური შეფასების 60%-ს და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების 40%-ს. შეფასების სისტემა (შეფასების ფორმატი, მეთოდოლოგია და თითოეული კომპონენტისათვის მინიჭებული ქულა) გაწერილია შესაბამის სილაბუსში და სტუდენტებს ეცნობებათ სემესტრის დასაწყისში. შუალედური, დასკვნითი, საპატიო და აღდგენითი გამოცდები ჩატარდება წერილობითი, ზეპირი ან შერეული ფორმატით. ზეპირი გამოცდები ტარდება კომისიის თანდასწრებით, რომელიც შედგება ფაკულტეტის საბჭოს მიერ დანიშნული სამი წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედის შესაბამისი სასწავლო კურსის ლექტორი და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ხარისხი იმავე/მომიჯნავე სფეროში. ზეპირი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის სწავლების ენაზე. კომისიის წევრები სტუდენტს ინდივიდუალურად აფასებენ, შესაბამის სილაბუსებში მითითებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. საბოლოო შეფასება აისახება ოქმში (უნდა მიეთითოს საშუალო შეფასება). შეფასების დოკუმენტაცია და ოქმი შეინახება არქივში ისევე, როგორც საგამოცდო ნაშრომები. შუალედური შეფასება ჯამური შუალედური შეფასება მოიცავს სტუდენტის ლექციაზე აქტიურობას, რაც უნდა შეადგენდეს შეფასების მინიმუმ 10%-ს, ანუ ლექტორს ეძლევა თავისუფალი არჩევანი განსაზღვროს შუალედური შეფასების ფორმატი შესაბამისი საგნის მოთხოვნების გათვალისწინებით. თითოეული სასწავლო კურსისათვის დაშვებულია მაქსიმუმ ორი შუალედური გამოცდის ჩატარება. დასკვნითი გამოცდები დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის ბოლოს. დასკვნითი გამოცდა წარმოადგენს საერთო შეფასების 40%-ს. სავალდებულოა დასკვნითი გამოცდის წერილობითი ფორმით ჩატარება, რამდენადაც ეს შესაძლებელია სასწავლო კურსიდან გამომდინარე. დასკვნით გამოცდებამდე, საშუალო შუალედური შეფასება შესაბამის სემესტრში უნდა იყოს მინიმუმ 20 ქულა. საბოლოო შეფასების (კრედიტის დაგროვების) მიზნებისათვის სავალდებულოა დასკვნითი გამოცდის ჩაბარება და დასკვნითი გამოცდის ჩაბარების მინიმალური ბარიერი განისაზღვრება 100-დან 40 ქულით (40-დან 15). საპატიო (შუალედური/დასკვნითი) გამოცდები თუ სტუდენტი ვერ დაესწრება გამოცდას (შუალედურს ან დასკვნითს), მას უფლება აქვს ისარგებლოს საპატიო გამოცდაზე გასვლის უფლებით, შზსუ-ს აკადემიურ კალენდარში მითითებული პერიოდის განმავლობაში. სტუდენტებმა უნდა დაასაბუთონ გამოცდის გაცდენის მიზეზი ფაკულტეტზე შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით შუალედური გამოცდის ჩატარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და დასკვნითი გამოცდის ჩატარებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. საპატიო გამოცდაზე მიღებული ქულა ჩაითვლება შუალედური/დასკვნითი გამოცდის ქულად. აღდგენითი ან საპატიო გამოცდების გაცდენის შემთხვევაში, სტუდენტი ვეღარ ისარგებლებს საპატიო გამოცდაზე გასვლის უფლებით. აღდგენითი გამოცდები სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს აღდგენითი გამოცდით, თუ: ა) სტუდენტის საერთო შეფასება (შეწონილ შუალედურ შეფასებას დამატებული შეწონილი დასკვნითი გამოცდის ქულა) არის 41%-50% ინტერვალში; ბ) სტუდენტის საერთო შეფასება (შეწონილ შუალედურ შეფასებას დამატებული შეწონილი დასკვნითი გამოცდის ქულა) არის მინიმუმ 51% და ის ჩაიჭრა დასკვნით გამოცდაზე – ანუ მიიღო 100 ქულიდან 40 (40-დან 15) ან ნაკლები ქულა. აღდგენითი გამოცდის შედეგი (შეფასება) ჩაანაცვლებს დასკვნითი გამოცდის შედეგს. წარმატების შეფასება შეფასების სისტემა უშვებს: ხუთი სახის დადებით შეფასებას: (A) „ფრიადი“ – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი; (B) „ძალიან კარგი“ – მაქსიმალური შეფასების 81-90%; (C) „კარგი“ – მაქსიმალური შეფასების 71-80%; (D) „დამაკმაყოფილებელი“ – მაქსიმალური შეფასების 61-70%; (E) „საკმარისი“ – მაქსიმალური შეფასების 51–60%; ორი სახის უარყოფით შეფასებას: (FX) „ვერ ჩააბარა“ – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; (F) „ჩაიჭრა“ – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. საბოლოო შეფასება გამოითვლება შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე. |
დასაქმების სფერო | კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი სპეციალობით გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში; შესაბამისკერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, არასახელმწიფო (არასამთავრობო ორგანიზაციები) სტრუქტურებში, კერძო საადვოკატო ბიუროებში. ასევე, ყველა იმ ორგანოში, სადაც არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები. |