[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

შზსუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

08.10.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (5 წლის ვადით) შემდეგ დარგში/ქვედარგში: 

 

1.  ფინანსებიასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)

2.  კავკასიოლოგია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულებაში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება (დამატებითი კრიტერიუმები).

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
  • ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი; 
  • პედაგოგიური უნარ-ჩვევები; 
  • ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი. 

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  • ავტობიოგრაფია (CV); 
  • საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა; 
  • სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  • დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში); 
  • 2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
  • პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი; 
  • დახასიათება (აკადემიური მიმართულებით) წინა სამუშაო ადგილიდან; 
  • არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/უცხო ქვეყანაში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (არსებობის შემთხვევაში);
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია – პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 9 ნოემბრიდან 2015 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით (10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005, ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.