შზსუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
08.10.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (5 წლის ვადით) შემდეგ დარგში/ქვედარგში:
1. ფინანსები: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)
2. კავკასიოლოგია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულებაში);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება (დამატებითი კრიტერიუმები).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
- ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- პედაგოგიური უნარ-ჩვევები;
- ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV);
- საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
- დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- 2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
- პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი;
- დახასიათება (აკადემიური მიმართულებით) წინა სამუშაო ადგილიდან;
- არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/უცხო ქვეყანაში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (არსებობის შემთხვევაში);
- საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია – პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 9 ნოემბრიდან 2015 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით (10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005, ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.