[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ტრენინგი თემაზე “კითხვარის შედგენა და SPSS-ის გამოყენება კითხვარის შედეგების შეფასებისას”

06.07.2015

2015 წლის 1 და 3 ივლისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  თანამშრომლების აკადემიური განვითარების ფარგლებში,

 იშიქის უნივერსიტეტიდან (ერბილი, ერაყი) მოწვეულმა ლექტორმა ბ-ნ აჰმეთ დემირმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე "კითხვარის შედგენა  და  SPSS-ის გამოყენება კითხვარის შედეგების შეფასებისას".

ტრენინგის ჩატარების მიზეზი და მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კვლევის/კითხვარის ანილიზის ძირითად საფეხურების  გაცნობა SPSS-ის გამოყენებით.ტრენერი ასევე შეეხო ისეთ საკითხებს,როგორიცააკვლევის ჩატარება და კითხვარის შედგენა და მიღებული შედეგების მიხედვით  SPSS-ის ანალიზის განხორციელება.

მომავალში სემინარის მსმენელებს საშუალება ექნებათ ჩაატარონ კვლევა ან შეადგინონ კითხვარი SPSS-ის ანალიზის გამოყენებით და  სტატიის გამოქვეყნებისას მოახდინონ მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია.

შზსუ-ს თანამშრომლების მხრიდან 2 დღიანმა ტრენინგ კურსმა გამოიწვია დიდი ინტერესი. სემინარის მსვლელობის დროს გამოყენებული იყო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მასალები.