ტრენინგი თემაზე “კითხვარის შედგენა და SPSS-ის გამოყენება კითხვარის შედეგების შეფასებისას”
06.07.20152015 წლის 1 და 3 ივლისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლების აკადემიური განვითარების ფარგლებში,
იშიქის უნივერსიტეტიდან (ერბილი, ერაყი) მოწვეულმა ლექტორმა ბ-ნ აჰმეთ დემირმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე "კითხვარის შედგენა და SPSS-ის გამოყენება კითხვარის შედეგების შეფასებისას".
ტრენინგის ჩატარების მიზეზი და მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კვლევის/კითხვარის ანილიზის ძირითად საფეხურების გაცნობა SPSS-ის გამოყენებით.ტრენერი ასევე შეეხო ისეთ საკითხებს,როგორიცააკვლევის ჩატარება და კითხვარის შედგენა და მიღებული შედეგების მიხედვით SPSS-ის ანალიზის განხორციელება.
მომავალში სემინარის მსმენელებს საშუალება ექნებათ ჩაატარონ კვლევა ან შეადგინონ კითხვარი SPSS-ის ანალიზის გამოყენებით და სტატიის გამოქვეყნებისას მოახდინონ მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია.
შზსუ-ს თანამშრომლების მხრიდან 2 დღიანმა ტრენინგ კურსმა გამოიწვია დიდი ინტერესი. სემინარის მსვლელობის დროს გამოყენებული იყო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მასალები.