ტემპუსის პროექტი მაჰათმა: ტრენინგი ქუთაისში.
21.03.201615-16 მარტს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტემპუსის პროექტ მაჰათმას მონაწილეებისთვის ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგში ჩართული იყო პროექტის მონაწილე ოთხივე უნივერსიტეტი (აწსუ – მასპინძელი უნივერსიტეტი;
IBSU, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ევროკავშირის წარმომადგენლები (ლუიზა ანდრიზონი, იტალია; პეთრ ნოვოთნი, ჩეხეთის რესპუბლიკ მასარიკ უნივერსიტეტი; ჯორჯ დაფულასი, ბრიტანეთის მიდელსექსის უნივერსიტეტი და სერჟ ჩერნიშენკო, გერმანიის კობლენცის უნივერსიტეტი) უძღვებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში შემდეგი შემდეგი საკითხები განიხილეს: კვლევის მენეჯმენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები განათლების მენეჯმენტში, მარკეტინგი, პროექტის მენეჯმენტი და პროფესიული ეთიკა.
IBSU წარმომადგენლები, ასევე, ეწვივნენ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას, პირველ სკოლებს და ნიკო ნიკოლაძის სახელობის კერძო სკოლას და მოსწავლეებს საბაკალვრო პროგრამები გააცნეს.