[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ტემპუსის პროექტი მაჰათმა: ტრენინგი ქუთაისში.

21.03.2016

15-16 მარტს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტემპუსის პროექტ მაჰათმას მონაწილეებისთვის ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგში ჩართული იყო პროექტის მონაწილე ოთხივე უნივერსიტეტი (აწსუ – მასპინძელი უნივერსიტეტი; 

IBSU, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ევროკავშირის წარმომადგენლები (ლუიზა ანდრიზონი, იტალია; პეთრ ნოვოთნი, ჩეხეთის რესპუბლიკ მასარიკ უნივერსიტეტი; ჯორჯ დაფულასი, ბრიტანეთის მიდელსექსის უნივერსიტეტი და სერჟ ჩერნიშენკო, გერმანიის კობლენცის უნივერსიტეტი) უძღვებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში შემდეგი შემდეგი საკითხები განიხილეს: კვლევის მენეჯმენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები განათლების მენეჯმენტში, მარკეტინგი, პროექტის მენეჯმენტი და პროფესიული ეთიკა.

IBSU წარმომადგენლები, ასევე, ეწვივნენ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას, პირველ სკოლებს და ნიკო ნიკოლაძის სახელობის კერძო სკოლას და მოსწავლეებს საბაკალვრო პროგრამები გააცნეს.