აშშ-ს საელჩომ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია ჩაატარეს
29.12.2015ამერიკის საელჩომ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია ჩაატარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს , შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტმა, ამერიკის საელჩოს თანაორგანიზებით, ამერიკისმცოდნეობის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია გამართა.