თანამშრომლობა თავდაცვის აკადემიასთან
08.04.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი რექტორმა პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუმ.
ორმხრივი შეთანხმების მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიის იუნკერების მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ასევე, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
ურთიერთთანამშრომლობით მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს შეიმუშავებენ. იგეგმება ლექცია-სემინარების ჩატარება, მოკლევადიანი პროფესიული განვითარების პროგრამების შედგენა და სტუდენტთა და იუნკერთა ერთობლივი გასვლითი საველე ტრენინგები აკადემიის სასწავლო ბაზაზე.