[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

თორნიკე გურულის ლექცია – ’’მარკეტინგი საცალო ქსელებში“

07.12.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თორნიკე გურულმა ლექცია – ’’მარკეტინგი საცალო ქსელებში“ წაიკითხა.

სტუმარი ლექციის ფარგლებში მარკეტინგის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა: საცალო ქსელების ბრენდინგის ძირითადი ასპექტები. თუ როგორია მომხმარებლის გამოცდილება საცალო ქსელებში და რას უნდა მიაქციონ კომპანიებმა ყურადღება, ასევე, თუ რა მარკეტინგული ინსტრუმენტები მუშაობს საცალო ქსელებში და სხვა.

თორნიკე გურულმა მედიაკომუნიკაციის ფაკულტეტი გერმანიაში, ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაამთავრა. სწავლობდა მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში. პარალელურად გაიარა საერთაშორისო ტრენერების სპეციალური განათლების სამწლიანი პროგრამა თეოდორ ჰოისის კოლეგიაში (გერმანია) და მოიპოვა კოლეგიის საერთაშორისო ტრენერის სტატუსი.
თორნიკე გურული პრაქტიკოსი პედაგოგია და მენეჯერულ პოზიციებზე კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებზე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, „სარკე ჯგუფში“, „ვისოლ ჯგუფში“, „საქართველოს ბანკში“, „პსპ ჯგუფში“. პროფესორების გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში (კოლუმბია, აშშ). საერთაშორისო ტრენერის სტატუსით, ჩატარებული აქვს 400-მდე ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში.