[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ინტერდისციპლინარული საზაფხულო სკოლა – გამოიკვლიე კავკასია, იმპერიების გზაჯვარედინზე

18.04.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრი აწყობს საზაფხულო სკოლას „გამოიკვლიე კავკასია, იმპერიების გზაჯვარედინზე“, რომელიც სთავაზობს ლექციების ფართო სპექტრს მაგისტრებსა და დოქტორანტებს, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალებსა  და მკვლევრებს.

სკოლა განკუთვნილია ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო მკვლევრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კავკასიის კულტურული და პოლიტიკური წარსულით, აქცენტით საქართველოს ისტორიაზე. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი მეცნიერები საქართველოდან, აზერბაიჯანსა და ევროპიდან. 

პროექტში ჩართული კავკასიელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი კავკასიური იბერიის და ლაზიკის პოლიტიკურ, სოციალური და რელიგიური ცხოვრების რეკონსტრუქციას მოახდენს, საველე ლექციებისა და ტრენინგების მეშვეობით. საზაფხულო სკოლის ლექციების დასკვნითი ციკლი კი შეეხება თანამედროვე ისტორიას და განიხილავს საბჭოთა იმპერიის ჩამოყალიბებას.

ლექციების ფარგლებში ჩაიწერება და შეიქმნება ვიდეო/აუდიო მასალა. პროექტი ხელს შეუწყობს ციფრული რესურსების სისტემატურ გამოყენებას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგის განვითარებას. ჩაწერილი მასალა გადაეცემა მონაწილეებს.

საზაფხულო სკოლის თარიღი: 11-16 სექტემბერი, 2023

აპლიკაციის წრადგენის ვადა: 16 ივნისი, 2023 

ლოკაცია: თბილისი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი), მცხეთა (არმაზქალაქის, მცხეთის, ძალისის ძეგლები), ვანი (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი), გორი (სტალინის სახლ-მუზეუმი). 

მონაწილეები: საზაფხულო სკოლა გათვლილია 10 მონაწილეზე საქართველოდან და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან (მაგისტრანტები/დოქტორანტები, ლექტორები, აკადემიური პერსონალი).

საფასური: პროექტი ითვალისწინებს უფასო ტრანსპორტირებას საქართველოს ფარგლებში, საზაფხულო სკოლის მასალებს, კვებას და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. საერთაშორისო მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს თავად უზრუნველყოფენ მონაწილეები.  

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა წარმოადგინონ ელ. ფოსტის მისამართზე: vre@ibsu.edu.ge