კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია
20.06.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის ფაკულტეტისა და განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა.
აღსანიშნავია, რომ IBSU-ს წლევანდელი კურსდამთავრებულები მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ცერემონიის ფარგლებში დასახელდნენ საუკეთესო GPA-ის მქონე სტუდენტები, რომელთაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს. საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი, ღონისძიება ტრადიციული ქუდების აყრის ცერემონიალით დასრულდა