მედიის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
30.11.2016სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ საჯარო ლექცია გამართა თემაზე ’’მედიის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. ლექციის ფარგლებში მან მიმოიხილა მედიის სხვადასხვა საშუალება და მათი მუშაობის სპეციფიკა საზოგადოებასა და მმართველ ელიტებზე.
ხაზი გაუსვა, ასევე, მედიისა და საზოგადოების ურთიერთობასა მათ გავლენას ერთმანეთზე – რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითებზე აისახება. საუბარი შეეხო, ინფორმაციის თავისუფლების და მისი უზრუნველყოფის თავისებურებებსაც, იმ დილემებს, რომლის წინაშეც დგანან ჟურნალისტები სიახლეების გავრცელებისას. აუდიტორია აქტიურად ჩაება სტუმართან დისკუსიაში. სტუდენტებისთვის საინტერესო იყო სხვადასხვა პრეცედენტები, როგორიცაა შარლი ებდოს გარშემო განვითარებულიმოვლენები, მედიისა და სამთავრობო სტუქტურების ურთიერთობა ენგურჰესის შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით, საზოგადოების დამოკიდებულება თანამედროვე მედიაგარემოს მიმართ და ა.შ.
აღნიშნული ლექცია გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში.