ონლაინ-ლექციები და შეხვედრები ამერიკელ დიპლომატებთან
10.12.2015უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (IBSU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) 40 სტუდენტი აშშ-ის საელჩოში მოწყობილ მასშტაბურ ღია
ონლაინ-კურსებში მონაწილეობდნენ. კურსები ონლაინ-ლექციებსა და ამერიკელ დიპლომატებთან საუბრებს მოიცავს. ევროპაში აშშ-ის პოლიტიკაზე სასაუბროდ სტუდენტები ელჩ იან კელის შეხვდნენ, რეგიონული პოლიტიკის შესახებ კი საელჩოს ეკონომიკის მრჩეველმა დუაიტ ნისტრომმა ისაუბრა.