პრემიერმა “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის” გამოფენაზე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტენდი დაათვალიერა
29.12.2015საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 10-17 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული” გაიმართება.
გახსნის ცერემონიალი საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. სტუმრებმა მონაწილე უნივერსიტეტების წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს და წარმოდგენილ მასალებს გაეცნენ.