[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

სტუმარი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან

ამერიკის საელჩოს მიერ მოწვეული ჯონ სტაინბეკის შემოქმედების მკვლევარი, კალიფორნიაში სტაინბეკის ცენტრის დირექტორი, სან ხოსეს უნივერსიტეტის პროფესორი დოქტ. 

სიუზან შილინგლოუ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. სტუმარმა ამერიკელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურიატის ლიტერატურის დარგში ჯონ სტეინბეკის შემოქმედების შესახებ ინტერაქტიული ლექცია ჩაატარა: ''მოგზაურობა სტაინბეკის კალიფორნიაში და სტაინბეკი საქართველოში“.

ქართველი მკითხველი ჯონ სტაინბეკს ცნობილი ნოველით ''თაგვებსა და ადამიანებზე“ და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით ''მრისხანების მტევნებით“ იცნობს.