უნგრეთის საელჩოს კონსული იბსუში
19.07.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ვიშეგრადის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საგანის – ’’ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში’’ დამსწრე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსის ფარგლებში უცხოეთიდან მოწვეულმა პროფესორებმა (პაველ მიელკარც(პოლონეთი); ერიკა ევა მარსი (უნგრეთი) სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ბიბლიოთეკისთვის შეიძინეს სახელმძღვანელოები და კურსის დასრულების შემდეგ გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო (Reader).
ცერემონიას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი (მისიის დირექტორის მოადგილე, უნგრეთის საელჩოს კონსული) დოქტორი სილვია პეტო.