[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აუდიტის სამსახურთან

13.04.2017

12 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია უნივერსიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელება, აგრეთვე სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის გზით, დაგეგმილია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება/გაზიარება, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების პროგრამების შემუშავება და განვითარება.

მემორანდუმს ხელს მოაწერეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ.