შავი ზღვის საერთასორისო უნივერსიტეტის მორიგი საჩუქარი სკოლებს!
13.05.2016
საქართველოში მასწავლებელთა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გადამზადებისთვისა და უნივერსიტეტებისა და სკოლებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრენინგების სერიის ჩატარებას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში სკოლების ადმინისტრატორებსა და მასწავლებლებს ჩაუტარდებათ შემდეგი ტრენინგები:
➡ ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგი:
ტრენინგი მიზნად ისახავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას როგორც ზოგადპედადოგიური კუთხით, ისე კონკრეტულად ინგლისური ენის სწავლების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, სამ ნაწილად, დღეში 4 საათის განმავლობაში.
სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს სულ ცოტა 8 საათს. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა : 25 მაისი
განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა: http://goo.gl/forms/adg4NEUcQG
➡ საგნობრივ მასწავლებელთა ტრენინგი:
საგნობრივ მასწავლებელთა ტრენინგი მიზნად ისახავს მასწავლებლების ცოდნის სრულყოფას პედაგოგიური, ფსიქოლოგიური და საკლასო მენეჯმენტის კუთხით. ტრენინგებს გაუძღვებიან უნივერსიტეტის პროფესორები შესაბამისი საგნების სწავლების გამოცდილებით.
ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე, ორ ნაწილად, დღეში 4 საათის განმავლობაში.
სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს სულ ცოტა 6 საათს. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა : 25 მაისი
განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა: http://goo.gl/forms/6JuRtIZMbT
➡ სკოლის ადმინისტრატორთა ტრენინგი:
ადმინისტრატორთა ტრენინგი მიზნად ისახავს სკოლის ადმინისტრაციული პირების (დირექტორი, მოადგილე, სასწავლო ნაწილი) ცოდნის სრულყოფას პედაგოგიური, ფინანსური, განათლების მენეჯმენტისა და საკანონმდებლო კუთხით. ტრენინგებს გაუძღვება უნივერსიტეტის პროფესორები შესაბამისი საგნების სწავლების გამოცდილებით.
ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე, ორ ნაწილად, დღეში 4 საათის განმავლობაში.
სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს სულ ცოტა 6 საათს. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა : 25 მაისი
განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა: http://goo.gl/forms/6NSZIMtXcN