ზამთრის მე-11 ოლიმპიადის საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმულები
23.02.202425 თებერვალს, დილის 09:30-10:00 -ზე გაიმართება ზამთრის მე-11 ოლიმპიადის საცდელი ტური, სადაც შეძლებთ მოსინჯოთ სიტემაში შესვლა.
10:00-15:00 – გაიმართება ძირითადი ტური.
საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმულები იხილეთ ქვემოთ:
საცდელი ტური (09:30 – 10:00)
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=56
ძირითადი ტური (10:00 – 15:00)
მე-8 კლასამდე:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=156
9-10 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=157
11-12 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=158
მუდმივად ადევნეთ თვალი თქვენს ელ-ფოსტას, სადაც ინდივიდუალურად დაგეგზავნებათ საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი მომხმარებლის სახელები და პაროლები! თუ ასეთი ინფორმაცია არ მიიღეთ შაბათს საღამოს 11 საათამდე, აუცილებლად შეამოწმეთ სპამი. თუ იქაც არ იქნება, მოიწერეთ ფოსტაზე:
mandariag@gmail.com და მომხმარებლის სახელს და პაროლს მოგაწვდით დამატებით.
გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად აკრძალულია მომხმარებლის სახელის და პაროლის სხვისთვის გაზიარება. ამ შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება შეჯიბრებიდან. ასევე შეჯიბრიდან მოიხსნებიან პლაგიარიზმში (გადაწერაში) შემჩნეული მოსწავლეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც). ნაშრომები პლაგიარიზმზე გადამოწმდება
სპეციალური პროგრამითაც და თვალითაც. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ყველა მოსწავლე დაიცავს პატიოსანი წერის პრინციპს და ასეთ ფაქტებს ადგილი არ ექნება. საცდელ ან ძირითად ტურზე სისტემაში შესვლის დროს წარმოქმნილი პრობლემების
შემთხვევაში მოგვწერეთ ე-მაილზე: gurkot@gmail.com
ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს მომდევნო განცხადებებს!