თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას აგრძელებს!
18.09.2023თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას აგრძელებს!
პროგრამის მიზანია სტუდენტების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
განცხადების მიღების ვადა – 30 ნოემბრის ჩათვლით.
დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის 50%-ით, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის სტატუსი, დაფინანსდება სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%-ით.
მისამართი – თბილისის მერიის კანცელარია, შარტავას ქ N7, სტუდენტებს განცხადების შემოტანა შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობის სერვის ცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე ms.gov.ge
სწავლა უფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს.