მიმდინარე
17.04.2018პროგრამა Erasmus+ – კიდევ მეტი დაფინანსება გამოყო თბილისის ფილიალისთვის.
“ევროკავშირის საინტეგრაციო და ფინანსური ბაზრების რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ – 2015 წელს შზსუ-მ მიიღო ვიშეგრადის ფონდის საუნივერსიტეტო სწავლების გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი 5 კრედიტიანი საბაკალავრო კურსის სწავლებას შზსუ-ს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სახელწოდებით “ევროკავშირის საინტეგრაციო და ფინანსური ბაზრების რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“. პროექტი სრულდება 2018 წელს. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არსებული ევროპული ფინანსური საინტეგრაციო საკითხების გაცნობას, რაც მოიცავს შემდეგს: ფინანსური სექტორის განვითარება და საბაზრო რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში. კურსი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ კარიერულ განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციები, აქტივების მართვა, კაპიტალის ბაზრები, კორპორატიული ფინანსები და სხვა.