[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მოსწავლეთა ზამთრის მე-11 ოლიმპიადა ინფორმატიკაში – შედეგები

26.02.2024

დასრულდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-11 ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 121-მა მოსწავლემ.

ოლიმპიადა გაიმართა 3 ასაკობრივ ჯგუფში: 5-8 კლასები (55 მოსწავლე); 9-10 კლასები (54 მოსწავლე); 11-12 კლასები (12 მოსწავლე). იგი ჩატარდა მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით და მასზე საკმაოდ რთული ამოცანები იყო
წარმოდგენილი.

შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე (ცხრილებში წარმოდგენილია მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებმაც ოლიმპიადა არანულოვანი შედეგებით დაასრულეს). ტოლი ქულების შემთხვევაში ადგილები განისაზღვრა უკეთესი ჯამური დროის მიხედვით.

შედეგები:

გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომების მისაღებად უნდა მობრძანდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს ოლიმპიადის დასრულებიდან 10 დღის შემდეგ (უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი,
პირველი სართული, ოთახი N101). აქვე სერტიფიკატების მიღება შეუძლია ოლიმპიადის მონაწილე ყველა მოსწავლეს.

მალე, სავარაუდოდ აპრილის თვიდან სტარტს აიღებს ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. პირველი ტური ტრადიციულად ონლაინ ჩატარდება, ხოლო დასკვნითი და ნაკრების შესარჩევი ტურები დასწრებულად.

ეროვნული ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციები იხილეთ საიტზე: geoi.ge ამ საიტიდან მოხდება მონაწილეთა რეგისტრაციაც, რომელიც მალე გამოცხადდება. ოლიმპიადის დასკვნითი ტური კვლავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს!!!