საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა რეგისტრაცია
01.09.2023პირველკურსელთა საყურადღებოდ!
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 11-16 სექტემბერს, უნივერსიტეტის კამპუსში, 09:00-დან 16:30 სთ-მდე (შესვენება 13:00-14:00 სთ).
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N2
რეგისტრაციის დროს პირველკურსელებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ელექტრონული (CD დისკზე) და ბეჭდური ფოტო 3X4 (2 ცალი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი, ვაჟებისათვის (ცნობა კომისარიატიდან);
- არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი;
- არსებობის შემთხვევაში, IBSU-ს შიდა გრანტით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სწავლის საბოლოო საფასურის კალკულაცია (სახელმწიფო და შიდა გრანტის გათვალისწინებით) მოხდება რეგისტრაციის დროს.
ოქროს ან ვერცხლის მედალოსნებმა შესაბამისი ცნობა უნდა მოიტანოთ სკოლიდან!
სწავლა დაიწყება 25 სექტემბერს.
გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელსა და ბედნიერ სტუდენტურ ცხოვრებას!