[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო კონფერენციები

ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ტარდება. ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს. პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევებიც, რაც დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს მომავალ ახალგაზრდა მეცნიერებს.

კონფერენციის ვებგვერდი: ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

მულტიდისციპლინური სტუდენტური ყოველწლიური კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს,  რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

კონფერენციის ვებგვერდი: საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სტუდენტური კონფერენცია 

აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენცია

აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს მეცნიერებს სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში, რათა განიხილონ სამხრეთ კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში ისეთი აქტუალური საკითხები: უსაფრთხოება – კონფლიქტები, ეკოლოგია, ეკონომია, სამართალი, ლოგისტიკა, პოლიტიკა საზოგადოება, კულტურა, ტექნოლოგია და ა.შ. კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური და ქართული.

კონფერენციის ვებგვერდი: აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენცია

სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო კონფერენცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად აწყობს საერთაშორისო კონფერენციას ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. კონფერენციის მიზანია შეკრიბოს მკვლევრები და პრაქტიკოსები, რათა განიხილონ საკითხები, გაუმკლავდნენ რეალურ გამოწვევებს, განვითარდნენ პროფესიულად, გაიზიარონ მოსაზრებები, იპოვონ გადაწყვეტილებები და გამოიკვლიონ შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მონაწილეებს. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხი.

კონფერენციის ვებგვერდი: სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო კონფერენცია

New Project (6)

ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია

ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრების შორის თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა საკითხებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები აერთიანებს შემდეგ სფეროებს: განათლება, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, საერთაშორისო მეცნიერებები, ბიზნესი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები და ეკონომიკა, ბუღალტერია, აუდიტი, კომპიუტერული მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ციფრული მედია და კომუნიკაცია, სამართალი, ადამიანის უფლებები, ჟურნალისტიკა, არქიტექტურა.

კონფერენციის ვებგვერდი: ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია 

ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე

კონფერენციის მიზანია შეკრიბოს მკვლევრები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები, რათა განიხილონ საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაიზიარონ მოსაზრებები, იპოვონ გადაწყვეტილებები და გამოიკვლიონ შესაძლებლობები განათლების სფეროებში. კონფერენცია ემსახურება თეორიასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირის ხელშეწყობას და იკვლევს კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა პერსპექტივებს. კონფერენციის სფერო მოიცავს საინტერესო დისციპლინებს: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, კლასის მენეჯმენტი, საგანმანათლებლო ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ინგლისური ენის სწავლების მეთოდები, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებასა და სწავლაში, ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკის განათლების ისტორია.

კონფერენციის ვებგვერდი: საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე