[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანება სტუდენტთა სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ

02.09.2022

“2022-2023 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებას. სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადი მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2022 წლის 11 ოქტომბრიდან 2022 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge/login/ პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი – სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში).

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ფაილი:

ბრძანება