საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის XI ოლიმპიადა ინფორმატიკაში იწყება
13.02.20242024 წლის 25 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის XI ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.
ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის აუცილებელია დაპროგრამების ენა C++-ის და ალგორითმების ცოდნა.
ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე, IX–X და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 3-3 ამოცანა და 5 საათი სამუშაო დრო.
ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში გადაეცემათ გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომები.
ოლიმპიადის მოკლე პროგრამა:
09:30 – 10:00 – საცდელი ტური
10:00 – 15:00 – ოლიმპიადის ძირითადი ტური
თვალი ადევნეთ ჩვენს საიტზე და Facebook გვერდზე ჩვენს მომდევნო განცხადებებს.
საკონტაქტო პირი: გიორგი მანდარია
მობილური: 599 429 234
E-mail: mandariag@gmail.com