სოფიაში ფრანგული ენის ახალგაზრდა მასწავლებლების ფორუმი გაიმართება
26.04.202321-25 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ფრანგული ენის ახალგაზრდა მასწავლებლების ფორუმს უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებს.
ფორუმის სემინარების თემატიკაა: მუსიკა, ჟურნალისტიკა, კინო და თეატრი.
მონაწილეობის პირობები: საერთაშორისო მგზავრობის, განთავსების, კვების და ტრანსპორტის ხარჯებს ფარავს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIF) და მისი პარტნიორები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 15 მაისი.
დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა წარმოდგენილია ბმულზე: https://www.profutur.com.pl/forum/forum-2023-appel-%C3%A0-candidatures/