შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
29.01.2019შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი 5 წლის ვადით, ასისტენტ პროფესორი 4 წლისვადით) შემდეგ მიმართულება/დარგი/ქვედარგში:
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ეკონომიკა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
- საჯარო მმართველობა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
- საჯარო მმართველობა: ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- კავკასიოლოგია: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ინგლისურენოვანი პროგრამა
- კავკასიოლოგია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ინგლისურენოვანი პროგრამა
- კავკასიოლოგია: ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ინგლისურენოვანი პროგრამა
- ამერიკისმცოდნეობა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ინგლისურენოვანი პროგრამა
ბიზნესის მართვის ფაკულტეტი
- საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი: ასისტენტ პროფესორი (1ვაკანტური ადგილი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებულ პროფესორად/პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
- უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ასოცირებული პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
- უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ასისტენტპროფესორი
- დოქტორისან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში);
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
- უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
- შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) კანდიდატი უნდა ფლობდეს სხვა მიმართულების დოქტორისან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ბ)გააჩნდეს გამოცხადებული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა მოიცავდეს მენეჯერულ პოზიციას) სულმცირე 10(ათი) წელი პროფესორისთვის, სულ მცირე7 (შვიდი) წელი ასოცირებული პროფესორისათვის, სულ მცირე 5 (ხუთი) წელი ასისტენტ პროფესორისათვის;
გ) ჰქონდეს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში სულმცირე ერთი პუბლიკაცია გამოცხადებულ მიმართულებაში ასისტენტ პროფესორისთვის, სულ მცირე ორი პუბლიკაცია ასოცირებული პროფესორისათვის, სულ მცირე სამი პუბლიკაცია და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება.
- კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები კერძოდ:
- პროფესორის აკადემიური თანადებობის დაკავებისათვის კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 200 ქულა (სულ მცირე 100 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანადებობის დაკავებისათვის კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 100 ქულა (სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანადებობის დაკავებისათვის კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 50 ქულა (სულ მცირე 25 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
- შეფასება ხორციელდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შესახებ. (იხილეთ შესაბამისი ფორმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე).
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლექციის წარმართვისათვის აუცილებელი უნარები (დგინდება გასაუბრებისა და/ან საცდელი ლექციის საფუძველზე);
კონკურსის დამატებითი პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს განაცხადის ფორმა თანდართული დოკუმენტაციით (იხილეთ შესაბამისი ფორმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე)
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 26 თებერვლიდან 2019 წლის 1 მარტის ჩათვლით (14:00 სთ-დან16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.ibsu.edu.ge
საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ,#2.
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: