აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია
23.05.201620-21 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ''ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში'' იმართება.
ღონისძიების პარტნიორები არიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩინეთი).
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან, ასევე, კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც.