2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები
22.12.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, 2015 წლის 11 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, განისაზღვრა შიდა მობილობის ვადები
2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის:
1. 2016 წლის 11 იანვარი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;
2. 2016 წლის 13 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით – შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/პროგრამის შეცვლის მსურველის განცხადების შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ რეგისტრაცია;
3. 2016 წლის 21 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ გადაწყვეტილების მომზადება;
4. 2016 წლის 1 თებერვლიდან 4 თებერვლის ჩათვლით – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება;
5. 2016 წლის 5 თებერვალი – შიდა მობილობის წესით სტუდენტის გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.