საჯარო ლექცია IBSU-ში: სამართლიანობა, როგორც სამართლის პრინციპი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა სამართლის დოქტორის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის გია ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე: "სამართლიანობა, როგორც სამართლის პრინციპი". ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იყო. განიხილეს უტილიტარიზმის, ლიბერტარიანიზმის, თავისუფლებისა და თანასწორობის თემები. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ ნებისმიერი სახის კითხვა და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ
IBSU-მ მონაწილეობა მიიღო ამერიკული დღეების ფესტივალში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ამერიკული დღეების ფესტივალში, რომელიც საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ამერიკული კულტურის, სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების სფეროში მოქმედი ყველა ინსტიტუციის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ფესტივალის ფარგლებში IBSU-ს სტუდენტებმა სხვადასხვა ტიპის სპორტულ-კულტურულ