[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთები შეაგროვა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის შეგროვილი ნივთები დღეს გაიგზავნა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ნანობაშვილი სტრატეგიული გეგმის შესრულების ფარგლებში შეხვედრებს მართავს უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან. შეხვედრების მონაწილეები მსჯელობენ როგორც გეგმის ფარგლებში შესრულებულ ამოცანებზე, ისე სამომავლო ეტაპებზე. სტრატეგიული გეგმის განხილვაში მონაწილეობა უკვე მიიღეს სასწავლო და სამეცნიერო სამსახურის ქვედანაყოფებმა,