[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს  ეროვნული ოფისის  საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის გაზრდას და IBSU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფას. საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს "ჰორიზონტი ევროპას" ჩარჩო პროგრამა, მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA), მონაწილეობის გაფართოების შესაძლებლობები (Widening) და სამართლებრივი და ფინანსური საკითხები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) პირველ კონკურსში გაიმარჯვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს სერტიფიკატები გადასცა. CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება