[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა ბერლინში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან კონფერენციაზე წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სახელწოდებით - „სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო: ახალგაზრდების დამოკიდებულებები (საქართველოს მაგალითი)“.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი შეუერთდა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მოწვევას და განათლების მიმართულების პრორექტორთან, თამთა ცხოვრებაძესთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. აგვისტოს ომის დროს, IBSU-ს

მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში (webometrics) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა. "ვებომეტრიქსის“ კვლევებით, ინფორმაციული ხელმისაწვდომობის რეიტინგში IBSU მე-5 ადგილს ფლობს, ხოლო სამეცნიერო ნაშრომების წარმატების (ყველაზე ხშირად ციტირებული ნაშრომები) მიხედვით მე-6 ადგილზეა. "webometrics"-ის კვლევები წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში ქვეყნდება და მოიცავს მსოფლიო მასშტაბით 31,000 ათასზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო